კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 13:45
Advertisement

 

 

 

როცა ჩვენ ორნი პირისპირ ვრჩებით

და ვხვდებით ორთავ იდუმალ წადილს,

ჩვენს შორის წამით ვიღაცა ჩნდება,

თითქოს აჩრდილი ჩვენს შორის დადის.


ის, მიუწვდომი და გამჭვირვალე

თითქოს რაღაცას გვემუდარება,

ხან მწუხარებით მოგვაპყრობს თვალებს,

ხან თავდახრილი დაიარება.


ვინ არის იგი?! რა მტკივნეულად

გვეცნაურება და გვებრალება

ნუთუ ის უკვე ლანდად ქცეულა,

უმანკოება ცისფერთვალება?


სად, როდის, რისთვის? დღისით თუ ღამით

იგი დაშორდა ჩვენს გულისცემას

ისე, ვით ვარდის ფურცლებზე ნამი,

ციური ნამი, დილით რომ ქრება?


როცა ჩვენ ორნი პირისპირ ვრჩებით

და ორთავ ვაღწევთ იდუმალ წადილს,

წამით აჩრდილი ნაცნობი ჩნდება

და თავდახრილი მწუხარედ დადის.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen