კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 04 ივნისი 2026 08:59

 

 

 

ბუხართან დინჯი ჩაფიქრებით ზის ბერიკაცი,

აბოლებს ჩიბუხს და ოთახში თეთრი ბოლია,

გარეთ თოვლია და მოხუცის თვალებს იტაცებს

პატარძალივით თეთრს რომ ისხამს ხე-მაგნოლია.


ზოგჯერ შეკრთება, მოგონება გაივლის სწრაფი...

გიზგიზებს ცეცხლი და ვაჟკაცის გულივით ფეთქავს,

შემდეგ საღამო ჩააბნელებს ზეცის შორ ნაპირს.

და ზამთრის ღამე ფანჯრებიდან შემოვა თეთრად.


ცეცხლს მინელებულს ნაცრისფერი ჭაღარა ფარავს,

ძველისძველ კუთხეს საიდუმლო ფერები დაჰკრავს,

დარდობს მოხუცი ნაადრევად მოსულ ჭაღარას

და სიჭაბუკეს ამ ცეცხლივით უდროოდ ჩამქრალს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ალეკო შენგელია  • • •   ალეკო შენგელიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen