კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:35
Advertisement

 

 

 

ჩვენი სულები, როგორც მტრედები,

ცისაკენ ერთად მიდიან ახლა.

არ დაგვაშოროთ, თქვენ გევედრებით,

ვინ უწყის ერთმანეთს როდისღა ვნახავთ!


ვინც გვყავდა, ყველა თავისას გვთხოვდა,

მხოლოდ სანაცვლოდ - ხელს თუ გვიწვდიდა

და ჩვენ დღითი დღე და ცოტა-ცოტა

ვიპარებოდით დედამიწიდან.


ისე ვიცვლებით ყოველცისმარე

და მაინც ვრჩებით ისე უცვლელი,

რომ ერთმანეთი თუ ვერ ვიცანით,

თვითონ იცნობენ ჩვენი სულები.


რამდენჯერ შევხვდით, მაგრამ ორივე

გავჩუმდით, სხვებთან სიტყვაულევი

და როცა ვდუმდით, ლაპარაკობდნენ

მონატრებული ჩვენი სულები.


სულ ვიყურებით ერთმანეთისკენ,

ერთმანეთისთვის დაკარგულები

და რაც ერთმანეთს ვერ ვაპატიეთ,

აპატიებენ ჩვენი სულები.


არ დაგვაშოროთ, თქვენ გევედრებით,

თქვენ, ვინც აქამდე ჩვენ გზებს გვიცვლიდა!

სულ ერთი წამით ჩვენ ვართ მტრედები,

გამოპარული დედამიწიდან.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დალილა ბედიანიძე  • • •   დალილა ბედიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen