კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:57
Advertisement

 

 

 

ზურგსუკან მიდგას ჩემი სატანა

და ანგელოზი შიგნით,

მათ შუა ტანჯვით გამოვატარე

ჩემი ცხოვრების წიგნი.


ყველას თავისი უძევს ამფორა,

თვრება და კვდება მაგით,

თქვენს სულს, მშვენიერს ვერ ვეამბორე

მიწად საქცევი ბაგით.


მაგრამ გიზგიზად დახშულ საკანში

ეს ხომ შევიცან სიბრძნის:

ვინ მთლად იოლად დგება ბაქანზე,

ვინ - წაქცევამდე იბრძვის.


მშვიდობით, თვალთა ჩემთა საჩინო

ბნელი არ ყოფნის შიგნით,

ერთადერთს თქვენ გთხოვთ -

გადაარჩინოთ

ჩემი ფერადი წიგნი!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნაზი კილასონია  • • •   ნაზი კილასონიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen