კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 15:42
Advertisement

 

 

 

არა, არ დამივიწყო! 

არა, არ მიმატოვო! 

ეს ცრემლები ვინ მიზღოს, 

მეუფევ და ბატონო?


სხვა გზა არ გამაჩნია, 

სხვა არ შემიყვარდება. 

შენი სახე მაჩნია 

გულზე, შენი ხატება.


ის, რაც არის ჩვენ შორის, 

სიყვარულზე მეტია. 

მზის თვალივით მეშორე 

და ჩვენ შორის ღმერთია.


მუხლმოყრილი ვლოცულობ 

ჩემი, შენი სულისთვის. 

სიყვარულით მოცული 

მხევალი ვარ უღირსი.


იდუმალო ფანტომო, 

რა გსურს? შენთვის ვინ ვიყო? 

არა, არ მიმატოვო! 

არა, არ დამივიწყო!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დალილა ბედიანიძე  • • •   დალილა ბედიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen