ვინ - ადის მაღლა,
ვინ - ჩამოდის, -
იცვლება -
ჯერი,
ასპარეზია
ეს ცხოვრება -
ვნებების ქართა...
თვით, -
ცაზეც, უფრო,
მაღალია -
ღირსების ჭერი,
ნულია -
ყველა,
ყველაფერი,
ღირსების გარდა...