კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:57
Advertisement

 

 

 

მზე რომ დახატო, უნდა იყო ძალიან თბილი,

გერქვას ღიმილი და სიკეთით სავსე დიოდე,

გულში გესახლოს გასაოცრად უმწიკვლო ჩვილი

და სამიოდე

ხატება გდევდეს, საფიცარი შვილის და დედის,

მშობელი მიწის, არსად მსგავსისა!

სამოსს გაწვავდეს სიმხურვალე ჯიშიან მკერდის

და სისავსისას,

მთვარეს ფეხთაქვეშ გაუფინო ლამაზი ჩრდილი,

ფიქრის გორაზე მონატრების გედგას კარავი,

მზე რომ დახატო, უნდა იყო ძალიან თბილი,

როგორც არავინ...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მანანა ფრუიძე  • • •   მანანა ფრუიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen