არა ბორკილით ანდა საბელით, (ვით ნეფერტიტი ძველ პაპირუსზე), მე შეგეუღლე უფლის სახელით, დაგშვენდი როგორც ზეცას სილურჯე.
ღალატს - ტკივილი ძნელდასათმენი, მე შეგეფერე და შეგეუღლე სიყვარულით და უფლის სახელით.
ეს უღელი და ეს ბედისწერა - მერქვას ცოლი და სული ვუბერო ღვთიური ცეცხლით დანთებულ კერას. |