სანამდე ვიარო უშენოდ შარახევს, ერთურთი შორიდან სანამდე ვახელოთ, შენს სურნელს ინახავს თმები და თითები შენ ხელშენავლები პერანგის საყელო…
ნაეკლში ტკივილი ლექსებად მოჟონავს, წუწკ თვალს მაყოლებენ კაცები ავყია, ქალები ჩუმ-ჩუმად მაყრიან ქოქოლას…
რითმებით საშენო წინდებს ვქსოვ შიბიანს, მერცხლებმა იციან შენ გზა და ბილიკი, ლექსებს და ოცნებებს აქ სულ სხვა ხიბლი აქვს…
ან შენი ცელის ფხით ნაკაწრი ქვა ვიყო, დააგდე ხევდახევ მგლის კვალზე წანწალი, არაგვზე სასთუმლად ნისლები დავიგოთ…
ბედისას არ ვიტყვი აუგს და საყვედურს, შიგნიდან გავტყდები სიმაგრე სიპისა, დაგიხსნი სულყველა კლიტეს და საკეტურს…
ლექსებს და ოცნებებს არ ჰქონდეს ნაპირი, შენ ნაალერსები წაწალი ვიქნები, შენი სულისა და ოცნების ნაწილი… |