კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 04 ივნისი 2026 00:34

 

 

 

წაწადაში ხელაობით

კალმახები მაჭერინე,

დაგიკოცნი არაგვისფერ

თვალებს - ფართოდ გახელილებს.

თამარღელეს საოცნებოს

რა დაგვილევს ახალ-ახალს,

ახადიდან ცას ხელს უწვდი,

ხორციელი აღარა ხარ…

დაღმა მიჭირს -

ალაგ-ალაგ

დეკიანში დავისვენოთ,

ჩემო ახდენილო ნატვრავ,

სიხარულო ხვალინდელო…

ჩამოვალთ და რა დამილევს

ლექსებს, ყელში გაჩხერილებს,

წაწადაში ხელაობით

კალმახებად მაჭერინე…

ჩე-მო!..

სიყრმის დროინდელი

ოცნებების მასპინძელო…

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ ხუცურაული  • • •   მარიამ ხუცურაულის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen