კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:41
Advertisement

 

 

 

სახეს დამანჭავს, თმებს აიშლის, თვალებს მილულავს,

გულს, როგორც მარტივ სათამაშოს ნორჩებს გაუწვდის,

არ გამოიხმობს ბნელეთიდან ძალებს იდუმალს

მოხუცი-ბავშვი მოყვარული აურზაურის…


წელში მოხრილი გაუღიმებს ცირკის ქომაგებს,

დიდი მაესტრო ჭრელ სამოსში გამოწყობილი,

ათასი შუქის ელვარება მზერას მოსტაცებს,

ბედისწერის ხაზს გაუყვება, როგორც ცდომილი…


ის წარმოდგენას მაწანწალის სახით წარმართავს,

რომ გაუღვივოს სიამაყე მოდგმას ადამის,

მათხოვრის ხონჩას მიიმაგრებს ძონძის ქამართან,

ბანჯგვლიან ხელით სასაცილოდ დათვლის ათამდის…


მხოლოდ ბავშვები გაუგებენ მოხუცს სიცელქეს,

არ დასჭირდებათ მის თვალებში ძიება სიღრმის

და როცა კოჭლი უკანასკნელ ცეკვას იცეკვებს,

ტაშს დაუკრავენ კაცს უნიღბოს, კაცები ნიღბის…


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სოსო ნადირაძე  • • •   სოსო ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen