კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:55
Advertisement

 

 

 

თუმც გარს მარტყია, როგორც ნათელი,

თუმც დღე და ღამე ჩემს წინ ციმციმებს,

ცრემლებად აწევს თვალებს გახელილს,

ნიღბის ჩრდილი და ნიღბის სიმძიმე.


მწარედ გადაგკრავს ღიმილის მახვილს,

გიძღვნის ბორკილის მძიმე ყვავილებს

და სევდა გიპყრობს ნიღბისგან დაღლილს,

როდესაც ხვდები ნიღბით დაღლილებს.


და თუ ღიმილის იდუმალ ფარდას,

სუდარასავით ჩამომაცილებთ,

ნახავთ თვალები თუ როგორ კარგავს

ცრემლის და სისხლის ფერმკრთალ ნაწილებს.


და ამ ნიღბების მიღმა მავალნი,

თუმცა ერთმანეთს ვერ გავაცინებთ,

მაინც დაგვნათის ერთი ვარსკვლავი,

ნიღბით ცოცხლებს და ნიღბით დასჯილებს...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სოსო ნადირაძე  • • •   სოსო ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen