კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 09:46
Advertisement

 

 

 

... ღმერთიც ხანდახან

უღვთოდ იქცევა -

მართალი რომ თქვას კაცმა;

იქნებ არ მინდა

იმ სამოთხეზე

ამ ჯოჯოხეთის

გაცვლა!..

არც გეკითხება -

საით და რატომ, -

ვითომ ბავშვი ხარ მისი...

ყურში ჩაგავლებს

ორივე ხელს და

მოუსავლეთში გისვრის!..

ჩაგფლავს მიწაში, -

ვითომ მთესვარმა

თესლი ჩააგდო ხნულში...

ეს ლექსი, სულის დანაკვნესარი,

უცებ დავწერე გუშინ!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ძნელაძე  • • •   გივი ძნელაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen