კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:53
Advertisement

 

 

 

სულს უჰაერო გიხუთავთ ღამე, -

ხმაში, (ო, ღმერთო!) გემჩნევათ ბზარი...

- "საქართველოზე გვითხარით რამე!" -

ემუდარებით ჩამოსულ მგზავრებს!..

ეჰ, გულზე ცეცხლი შემომეკიდა -

ყრუდ ამოგდება თქვენი ხმა ზემოთ...

ადრე წასულნო ამა ქვეყნიდან 

და ჩემთვის მაინც ცოცხალო ძმებო!..

არსთა განმრიგე ვის და რას ჰკითხავს,

მაგრამ... ყოფნა რომ შევსთხოვო დიდხანს,

ვთქვათ და - მისმინოს მაღალმა ღმერთმა

და მათუსალის მიბოძოს ბედი, -

მომენატრება შეხვედრა თქვენთან

და... რა მიშველის... სიკვდილის მეტი...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ძნელაძე  • • •   გივი ძნელაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen