კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 02:51
Advertisement

 

 

 

წლები გადის, ვბერდებით, ცისქვეშ შეხიდულები,

ხდება გადაფასება ძველი შეხედულების.

ყრმობის ბოღმა მთისტოლა, გაილია მუჭამდე,

ვაპატიე, გავუგე, თვით გიორგი კუჭატნელს.

გადიხადა არსენამ - მტრობა ძმობის ღალათი,

მაგრამ დღემდე მაწუხებს, ფარსადანის ღალატი.

თუმცა სისხლი ქართველთა მოადინა ფაზისად,

მტერი იყო და მტრობა, მესმის შაჰ-აბასისა.

ვაპატიე, ყრმობისას რაც ცრემლები მადინა,

მაგრამ... შადიმანობა ვერ შევუნდე შადიმანს.

არც არსენას გული მაქვს, არც გიორგის ძალ-ღონე,

მახლობელის ღალატი მაგიჟებს და მაღონებს.

და ბავშვივით მატირებს, მათი დასადარები,

ჩემი შადიმანები,

ჩემი ფარსადანები...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ გოგოლაშვილი  • • •   ვახტანგ გოგოლაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen