კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:18
Advertisement

 

 

 

მან გადალანდა წყალში საყურე,

ლურჯი ზღვა იგრძნობს ტანს ზამბახეულს

და ეხლა სამი მოსამსახურე

შეუმშრალებენ ნებიერ სხეულს.


მეოთხე მხევალს მიმოაქვს ფრთხილად

სურნელებებით სავსე ფეშხუმი,

და ეხვევიან ფეხებს დაღლილად

თმების სინელე და აბრეშუმი.


მარჯვნივ, ჰაერში სასახლის კალთა

დაიფარება ლალების ძგერით

და აბინდდება ხიდი „რიალტო“,

მოჯადოებულ სარკეში ცქერით.


სიმაღლის შიშით ხიდი დანებდა

მას, რასაც ჰქვია ბედი, ზმანება,

რაც მას მოწყვეტით დააქანებდა

და სწრაფი იყო ეს დაქანება.


ის შეშლილივით დაეცა ქალთან,

როცა ლანდებით მოვიდა მთვარე

და კვლავ ამაღლდა ხიდი „რიალტო“,

და ძილს მიეცა ისევ მდინარე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen