კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:16
Advertisement

 

 

 

ამაღამ მთვარეს აკლია სხივი

ვაი, მიჯნურებს, რა ეშველება...

განშორების ჟამს სული მაქვს ცივი...

ოჰ, რა ძნელია მზის დაბნელება!..


მე დავრჩი მარტო, ოდეს შენ წადი:

ფიქრი წითელი როგორ დავსტოვო?!..

შენ იყავ ჩემთან ეგ წელიწადი -

და განშორება ვით არ ვიგლოვო...


აწ არ გვექნება ჩემს ფანჯარასთან

გაკვეთილები საღამოს ჟამის;

არ იცეკვებენ ტრფობის ჯარასთან

სხივები შენი თვალთა წამწამის.


მოგონებანი დაფარვენ ჩემს სულს,

ისე, ვით მგოსანს გედის სიმღერა,

გაეცინება საზიზღარ ავსულს

ჩემი ერთგულად სარკეში ცქერა...


დღეს სახალისოდ ვერ დამიღამებს

ლურჯი ფრინველი, ღამის დობილი

უთვალავს მასმევს ყოველდღე შხამებს:

მემატიანე დაუნდობელი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen