კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 დეკემბერი 2025 04:47

 

 

 

შავგვრემან მიწას ვერცხლის ღიმით უმზერდა მთვარე,

ჰაერს ათბობდნენ სურნელებით თეთრი ვარდები,

ლერწმების შრიალს ყურს უგდებდა ტბა მოელვარე,

საგაზაფხულო ჰიმნს უკრავდნენ ღამის "ბარდები".


ალისფერ ბაგით შენს ღაწვებზე ლურჯ იებს ვწერდი,

მოცინარ ხელით გაგიხსენი მუნჯი ღილები,

ხავერდის მოლად გაგიშალე ფოლადის მკერდი,

შენ მორცხვად ჩემს ტუჩს დაეკონე განაღიმები.


ცხელი მკლავები შემომხვიე ალური ვნებით,

გული დამიწვი არაბეთის თეთრი მზის გზნებით...

ორი მტევანი ბროლ-ფიქალზე ნაზად გიკრთოდა...


დარაჯად გვიდგა ფერწასული იდუმალება,

სულში ცეკვავდა გაზაფხული ცისფერთვალება

და ნეტარების მწველ კოცონზე ტანი გვითრთოდა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ივანე ყიფიანი  • • •   ივანე ყიფიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ