კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 დეკემბერი 2025 04:35

 

 

 

გრძელი, შორი გზა... და ოცნება

უსაზღვრო გზებზე,

მზის სიცხოველე, მზით მოთენთა,

სიმღერა მზეზე!..

ჩემში სტირიან წინაპარი

ბრძენი მოგვები,

დანგრეულ კიბეს მე ვაშენებ,

უკან მოვყვები.

ძველი სიტყვები დაფიცების

დავიწყებული,

ძველი ქალაქი, დღეს ნაცარი,

უწინ ქებული,

ძველი ქალდეა სწვავს ოცნებას

და ეძახის სულს,

ოქროს ლექსებში მე ვუმღერებ

დიდებულ წარსულს.

კვლავ გაბრწყინდება სიდონისკენ

გზა მიმავალი,

თეთრ უდაბნოში გაიშლება

საკურთხეველი.

რომ სთქვას ქებანი გული-ჩანგი

უკვე მზად არი,

მბრძანებელ ჩრდილთა მოწოდებას

მხოლოდ მოველი.

მარტო ვიქნები, მარტოობას

წინდაწინ ვსტირი,

მაგრამ ამასაც აღარ უფრთხის

გვიანი მწირი.

მესმის, მეძახის, ვხედავ, მხედავს,

ვიჩქარი, მივჰქრი.

ძვირფას საფლავებს, როგორც ქორი,

დაფრინავს ფიქრი.

გრძელი, შორი გზა და ოცნება

უსაზღვრო გზებზე,

ჩემი საფლავი ძველ ქალდეას

იქნება მზეზე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტიციან ტაბიძე  • • •   ტიციან ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ