შემიტყუა სიმართლემ: ერთადერთი მეგონა, გვიან გადამარწმუნეს, რაღა უნდა მეღონა?! ავდექი და გავტეხე საკუთარი ციხე და თავი მოვიტყუე და გამოვედი ჩიხიდან. ამ სიმართლით გავზომე მაშრიყი და მაღრიბი, მაღალს - აღიარებულს - ვამჯობინე მაღლები. ვადღეგრძელე დღეები - ხან ნელა და ხან ჩქარა, კახურს - დაყოვნებული - ვამჯობინე ხვანჭკარა. მომეკიდა ლექსივით და, როდესაც შევთვერი, ჰარმონიის გაკვეთილს მიტარებდნენ ყრუები, მაგრამ დაყოვნებული მოქმედების შედევრი ვეღარც მომატყუებს და აღარც მოვეტყუები. |