კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 12:02
Advertisement

 

 

 

აპრილი იყო ისე ღარიბი,

ვით ანგელოზის საგზლის კალათა,

უცებ ღრუბლიდან თითქოს ხალიბის

მახვილის პირმა გამოანათა.

გამოაცოცხლა გული მკვნესავი,

გამოაღვიძა ფიქრის იარა,

და გადაცმულმა ღმერთმა ჩვენსავით,

კარიდან კარზე ჩამოიარა.


* * * * *

სასაცილოა - იმედის თოკზე,

ეკიდო ისე და გიხაროდეს

და შენი გულის დაღლილი მორზე

ცხოვრების ტირედ ქცევას ლამობდეს.

თუმცა, სად წახვალ, ყველგან ერთია,

ელავს ტყუილის მინა თუ ბროლი,

შენი გამგები მხოლოდ ღმერთია,

მაგრამ ღმერთია ყველაზე შორი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen