კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:20
Advertisement

 

 

 

როგორც ამაყი მოყმე დიდგორის,

სისხლნაწვიმარი და ნათოვარი

ჩემი სიცოცხლის შუა მინდორში

ვდგევარ, ვისვენებ მე ნაომარი.

შენ მადიდგულე და მაბატონე

და ამიმზევე სული - ღრუბელი,

რაღაც ახალ სხივს დამაპატრონე

და გამიმჩატდა მძიმე უღელი.

მათრობდა სუნი მუხს ნახარშის,

(მე ყველას ასე ვემახსოვრები),

ღვთის ნაფეხურებს მწვანე ბალახში

მეგონა შენი მადლით ვპოვებდი.

არ მითხრა ახლა, რამდენი დამრჩა

ლურჯ ბილიკებზე საფრენ-სარბენი,

განა მინდვრებში ყაყაჩოდ არ ჩანს

გული სისხლიდან გადმონადენი.

ჟამის სიმოკლე მე არ მადარდებს

თავს დამჟივიან მინდვრის ჩიტები,

ვწირავ ხორცსა და სულს შენ გაბარებ

თითქოს დაჭრილი მკლავზე გიკვდები.

წვიმს ჩემი სისხლი შენს თეთრ ხელებზე

და ვბალახებით მიხვევ იარებს,

თითქოს ვიწვოდე საკურთხეველზე,

მანთებ კოცონად და მაბრიალებ.

და კივის ცემი სულის სამრეკლო,

არ ცხრება ჩემი გული - ებანი,

თუ განწირული ვიყავ სამსხვერპლოდ,

ნეტავი ისევ შენ მოგეკალი.

დრო ზარებიან მარხილით მირბის

და ვიცი, რასაც ვკარგავ და ვიძენ,

სად მიმაქანებ სინათლით მინდვრის

სიკვდილისა და სიცოცხლის ხიდზე.

სულში შენს ნაშენ ფერებს ვინ მოშლის, 

მზე წვეთავს ჩემი ვენახის ყურძენს,

მე კი სიცოცხლის შუა მინდორში

ვდგევარ და საყდრის ჩიტივით ვუსტვენ,

სხვა მაღამებდა, შენ მათენებდი,

წაიღე სული ამის სანაცვლოდ,

მე შენს უსახო ხატს ვაღმერთებდი

და ღმერთის ხილვა უნდა მაცალო!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen