კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 20:11
Advertisement

 

 

 

ბერმუხას ელვამ მკერდი გაუპო:

მეხი დაეცა მახლობელ ტყეში,

ზეცა ცრემლებად ჩამოიღვარა,

მთებმა გადივლეს ღვარი და თქეში.

შემდეგ დამშვიდდა დედაბუნება,

მზე, ოქროს ფერი, ცაზე გამოჩნდა,

იმის მწველ სხივებს მიწის სინესტემ

ვეღარ გაუძლო, ნისლად აორთქლდა.

ანაორთქლ ბილიკს კავკასიონზე

მოუყვებოდნენ მონადირენი,

უცებ დალანდეს: მაღალ შამბნარში

ჩაჩოქილიყო ფური ირემი.

მე ნადირობას მას ვერ ვუწოდებ,

თუ არ დაგჭირდა შრომა და გარჯა..

ერთმა სულსწრაფმა ვერ მოითმინა,

დაჩოქილ ირემს თოფი უმარჯვა.

ხელი უტაცეს მეგობარს თოფზე,

ნუთუ ის თვითონ ვერა ხვდებოდა?..

კავკასიონზე საქართველოს ტყეს

ერთი სიცოცხლე ემატებოდა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen