კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:58
Advertisement

 

 

 

მოხეტიალე პაგანინი დადის არღანით.

არღანის თავზე თუთიყუში ზის მედიდური.

ის ყველას აძლევს ბედის ფურცელს და არმაღანი

ხანდახან არი სასიამო, ხან კი ბითური.

თავის კაკადუს პაგანინი ჰგავს გძელი ცხვირით.

ისინი ერთად ბერდებიან, ვით ქიმერები.

იმათ სწვავს სიცხე და ასველებს ავდარი ხშირი.

ფრინველის ტანზე გადახუნდენ უცხო ფერები.

ახლა კაკადუ - მარჩიელი ხშირად ღალდება.

პოეტს და კახპას მიაწოდებს ბილეთს ხალისით.

პოეტი ამაყ ლერწამივით აკანკალდება

იკივლებს ქალი უბედური ხმით უაღრესით.

ჰამლეტი, საფო, ოფელია და კანიბალი

თუთიყუშის წინ წადგებიან ლანდურ ხაზებით

აჩრდილებს უნდათ კიდევ ერთხელ სცადონ იღბალი,

მაგრამ დახევენ ბედის ფურცლებს მეტ გაბრაზებით.

მოხუცებულა თუთიყუში და ეყვინთება,

მოდის ნილოსი საგუბებით და ნიანგებით.

მის ოცნებაში თვალჩასმული სფინქსი ინთება,

თაყვანს რომ სცემენ ტანშიშველი მრუში ზანგები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • •   ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen