კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:01
Advertisement

 

 

 

როდესაც ღამით მიდიხარ ბნელში

და სადღაც იქით დატოვებ მარანს,

უცებ იპოვი გზაზე დაგდებულს

და ოდნავ მბჟუტავს ძველისძველ ფარანს.

აიღებ ფრთხილად, მკერდში ჩაიკრავ

და გაგითბება სინათლით გული

და ატირდები, რადგანაც იგრძნობ,

უბრალო სევდაც რომ არის რთული.

მოგეჩვენება, რომ თვითონა ხარ

თან ეს ფარანი და თან სანთელი,

წახვალ და უკან აგედევნება

დიდ ფარვანათა კორიანტელი.


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen