რაც ძველებმა იზარალეს და რაც არ დაიზარეს, - მე რო მინდა, ის არ არის, შენ რო გინდა, ის არის. ყურად იღებს ნიჟარა: შენ რო გინდა, ის იქნება, მე რო მინდა, ის არა. მონა ლიზა - ლიზიკოს: მე რომ მინდა, შენ რო გინდა, ჩვენ რო გვინდა, - ის იყოს! თავს გვაწონებს დიანა - თავის რუბენსიანა და თავის რემბრანტიანა. და მემატიანეთა დასებს - ანტუანეტა და ანტიანტუანეტა. მოდასეთა დარბაზს მოვუბოდიშო: მხოლოდ ერთხელ მოდისო და მხოლოდ ერთხელ მოდისო! |