კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 დეკემბერი 2025 02:09

 

 

 

დამიცადე,

დამიცადე,

ვიდრე ცამდე და მიწამდე

მოვაღწევდე და სამოთხის

ნაკრძალივით დამიცავდე.

შემახარბა ავოკადო

ვარსკვლავების პარადიგმამ,

ასტრონავტებს ავეკიდე

პლანეტების პარადიდან.

სინდისივით მესინჯება

პულსი,

რაღამ დამაკაოს?

სიყვარულის მესიჯებმა

მომაბრუნეს სამაქაოს.

ნეტავ მიწა მაზელინა,

ნეტავ მენთოს ქურა ნელი...

დედით ზემო-მარსელი ვარ,

მამით - ქვემო-ურანელი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ