კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 04:08

 

 

 

რაც თავი მახსოვს, მალიმალ

კვიცივით ვხედნი სირცხვილს, -

ვალს ვიხდი, ვისი ვალი მაქვს,

ვინ რა მასესხა ვიცი?


ბრმა ვარ და ხელჯოხს ვაცეცებ,

არ მცალია და ვიცლი,

ცეცხლს ვანთებ, მაგრამ ამ ცეცხლზე

ხელს ვინ მოითბობს ვიცი?


აზრს ვეჭიდები ამაზრზენს,

ვით ხავსს, მიწაზე მიცვლილს, -

გზას ვიკვლევ, მაგრამ ამ გზაზე

მგზავრად ვინ ივლის ვიცი?


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ