კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 04:07

 

 

 

შენს უთქმელ სიტყვას მათრახად

გირტყამს

დრო და, ცხადია, გიშლიან ნერვებს,

საწუთროს მიერ აქ დასმულ კითხვას,

თვითონ საწუთრო პასუხობს მერე.


ადრე თუ გვიან იქნება ბრძოლა,

შუქს მიაბჯენენ შუბივით ჭერემს,

დრო ანადგურებს არსებულს ყოვლად

და დრო აღადგენს არსებულს მერე.


გზა უგზოობას მგზავრივით ადგას,

რომ უგზოობაც გზად ექცეს სერებს, -

ვინც იბადება, ის კვდება, რადგან

კვლავ იბადება ცოტა ხნის მერე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ