კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 08:08
Advertisement

 

 

 

მე მოვისრულე ჩემი ომები,

დრო მაინც მიყეფს, როგორც ფინია,

არ მეშინია მშიერ ლომების,

მაძღარი ძაღლის კვლავ მეშინია…


და მაინც შენთან, როგორც კლოუნი

არ მოვალ ახლა ფერად ცრემლებად,

ჩემს ბებერ ლომებს თვითონ მოვუვლი,

ბებერ მელიებს რა ეშველება.


ვგრძნობ, მაყურებლის გულთბილ სიცივეს,

თუთიყუშები მხრებზე მიზიან,

რეტუშირებულ ღიმილს ვიცილებ,

რადგან სიცილი მეც შემიძლია.


მეც შემიძლია ქარიშხალივით

დავლეწო ის, რაც მხოლოდ ჩინია,

არ მეშინია რკინის გალიის,

ოქროს გალიის კვლავ მეშინია.


და ღამე, როგორც ეშმა ორგული,

სულში კვლავ ტოვებს იჭვებს მძევლებად,

სიბერის სიყრმეს კიდევ მოვუვლი,

სიყრმის სიბერეს თუ ეშველება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen