კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 23:24
Advertisement

 

 

 

ბროწეულმა სამარის ქვა გაარღვია,

სამაჯურში ფესვი გაყო ხელის დარად,

ქალის თმაში თბილი სუნთქვა გაახვია

და კუბოში თეთრი ფერფლი გაიბზარა.


როგორ შესძლო, როგორ ჩასწვდა მიწის სიღრმეს,

გაყინულს და დაფერფლილ ტანს ჩაეხლართა,

სამარეში თუ იპოვნა თავის სიყრმე

და წარსულთან შეჯახება გაეხარდა.


დამწიფდა და მზა ნაყოფი გამოფინა,

ფერფლში ჰპოვა ქალის ეშხი დანისლული

მოწეული ბროწეული რა ყოფილა,

ჩამავალ მზით შეკრული და დაისრული.


დამწიფდა და არ დაბინდდა კაეშანად,

ქალწულის ფერფლს, როგორც ყვავილს, გაუფრთხილდა,

დაისივით გაწითლდა და გაიშალა,

და რტოებით სილამაზე აუფრინდა.


ქისის მსგავსი ცხარე ხილი გამოკვეთა,

ამოწუწნა მიწა მხედრის ნამკლავები,

მოგონებით თბილი ფესვი გამოკვება,

და ნაყოფში ჩაალაგა ვარსკვლავები.


შენს ქისაში ვარსკვლავები მიჯრილია,

თუ ცრემლები გამოგიკრავს, სანატრელო,

შენი ჩრდილი, მითხარ მაინც, რა ჩრდილია,

შენს ტოტებში გალობს ძველი საქართველო.


შენ მოჰყევ თუ შენ გამოგყვა სერაფიტი,

მისი ფერფლი შეკრიბე და ჩაგვაბარე,

მოწეულო ბროწეულო, გადმოფრინდა,

შენი რტო და შენი ჩრდილი დამაფარე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen