კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:05
Advertisement

 

 

 

შეჩერებულა შენი ხედვა,

ვით ქვა შურდულის,

შენი ბაგენი ხმოვანებას 

ვეღარა სცემენ,

როგორც პანდორას - 

ბერწი არის შენი მუცელი

და მაგ ძუძუთგან 

ცრემლნი აღარ დაიღვრებიან.

და მაინც ბრძნულის მოთმინებით 

გჭედდა ოსტატი

და დღეს და ღამეს ასწორებდა 

შენსა ძერწვაში...

არ არის სწორი - 

მარტო სული ელტოდეს სხეულს,

არიან ხორცნიც 

სულებიდან გამოქცეულნი!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ამირეჯიბი  • • •   შალვა ამირეჯიბის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen