კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 02:54
Advertisement

 

 

 

ვიცი, სადღაც ვიჩეხები...

ვიხლიჩები... ვიხარჯები...

ვით ჭექები... ვით მეხები...

ახალ ლექსად ვიჩარხები...


ახალ ლექსად ვიჩეკები...

წაუღია ჭირს ჭიქები...

ტვინს მიჭყლეტენ ცის ჩექმები...

და მქაჩავენ ძირს ჭინკები.


ვინ ვიყავი? რად დავრჩები?..

ეს რითმები... ეს ურჩები...

მაფარია, ვით ფარჩები...

ვიცი, ვეღარ გადვურჩები...


რად დაჰკიდეთ ეგ დინგები?..

რად დააღეთ ეგ დრუნჩები?..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen