კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:43
Advertisement

 

 

 

ალერსით უხვი ხავერდის პირი,

თვალი ცისფერი, სახე ნარცისის,

დაუთვლელ ფიქრის სიტყვები ძვირი,

ვეტრფი მკრთალ ხელებს, მაგრამ არ იცის.


შორსა ვარ შენზე, მეხვევი დარდად,

ცრემლით ვაშენებ სევდის აკლდამებს,

ვიგონებ ტფილისს, იხსნება ფარდა,

ვეღარ გავუძლებ, რა ვქნა აქ ღამეს.


ვიგონებ ელლეს "პატარას" თარგმანს,

ღიმილს რომ ვსვამდით მარწყვის თასებით,

წარსულის ლანდი დღევანდელს არ ჰგავს

და ცა ელვარებს ვერცხლის თასმებით.


მარტო ვარ, მარტო, მტრედისფერ წიგნით

სიყვარულს ვატან ლექსებს პრობლემად,

ოცნების ბორბალს შევყევი შიგნით

მე და ეს წიგნი დავრჩით ობლებად.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნინო თარიშვილი  • • •   ნინო თარიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen