კვლავ მოქმედებენ ბნელი ძალები,
საოცარია მათი სიმრავლე,
შენი ნამუსით და მოკრძალებით
რარიგ სუფთა ხარ და გამჭვირვალე.
შენ ქვეყანაზე ცოტაც გეყოფა...
რადგან არ გიყვარს ქნევა მახვილის,
ყველა ჭინჭრაქას უნდა მეფობა
ყველა არაკაცს - პრინცის სახელი.