კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 15 მაისი 2026 13:48
Advertisement

 

 

 

შენს მინდორში მიყვარდა უთენია სირბილი,

ოი, როგორ მომწონდა შენი მიწის სირბილე.

ის დღე ჩემთვის სხვა იყო, როცა დაგინახავდი,

ო, რა ცირა იყავი, ოქროს ყალმით ნახატი.

კაბა გეცვა ცისფერი, სახე გქონდა ყირმიზა,

სასაცილო ღიმილი და ნახტომი ირმისა.

ოცი წელი გავიდა იმ ლამაზი დღეიდან,

ჩემი ბიჭი გეძახის ახლა უკვე დეიდას!

გული სევდით მევსება, სულში იწვის ხანძარი,

ვესალმებით ერთმანეთს უკვე როგორც და-ძმანი.

თავის დროზე ვერ ითქვა ის სათქმელი ბოლომდე,

ჩემი ნატვრა ეგ იყო, მუდამ კარგად მყოლოდე.

ახლა ჩვენი შვილები ერთად დანავარდობენ,

არაფერი აწუხებთ, არაფერზე დარდობენ.

სადღაც გულის სიღრმეში კვლავ იღვიძებს იარა,

ყველაფერი მინდება, სიყვარული კი - არა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯემალ ჩახავა  • • •   ჯემალ ჩახავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen