კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 21:02
Advertisement

 

 

 

ვეებერთელა ქორის ჩრდილი დაეცა სოფელს...

შეშინებულმა შეიბუდრეს ხეზე ქათმებმა...

რაც თავი მახსოვს, ამნაირად ღამდება მუდამ!

რძით სავსე ძუძუ წამოსტკივდა ჩვილი ყრმის მშობელს...

გააფერადა ყავრის ჭერი ოქროს ნათელმა...

რაც თავი მახსოვს, ამნაირად თენდება მუდამ!

დილა, ვით ატმის კვირტის გასკდომა,

ღამე, ვით ფსკერზე ჩამშრალი ყავა...

უკანასკნელად,

უკანასკნელად,

ქორის ჩრდილს ვნახავ თუ ოქროს ყავარს?!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ გოგოლაშვილი  • • •   ვახტანგ გოგოლაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen