კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 18:02
Advertisement

 

 

 

თოვლისფერი ენძელები

ქარში კანკალებენ,

ერთხელ მოგეფერები და

თავი დამანებე.


თოვლისფერი ენძელები

თავსაც მაბრალებენ,

კარგი, ერთხელ გიმღერებ და 

თავი დამანებე.


გული ბუდეს ამოცდება,

სიყვარულის ბუდეს,

კარგი, ერთხელ გაცეკვებ და

წადი სადაც გსურდეს.


ნუ დამიშლი ამ ოცნებას,

ფრთები, ფრთები, ფრთები

მოდი ერთხელ გაკოცებ და

ნუღარ გაფრინდები.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen