კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 03:55

 

 

 

ასე ადრიან ვინ მომიგზავნა,

რის მოსაკითხად ან რის საშოვრად?

როგორც ჩერჩეტი ანცი თიკანი,

ფეხდაფეხ მოჰყვა ჩემი ბავშვობაც.

როგორ გაგიძლო და მოგიარო

შენ ჩემი ცოდვით სავსე ბებერო,

წითელი კვერცხი როგორ გიგორო,

ანჩხლსა და უჟმურს როგორ გეფერო?!

მხარზე გისხედან სნეულებანი -

შენი ერთგული ქვეშევრდომები,

აგრე უძლური მე არ მინდიხარ

და სხვებს, საბრალოვ, რად ენდომები.

რა მოვასწარი? თავი და ბოლოც

ამოუხსნელი დამრჩა ნახევრად...

სულ ორიოდე ცის გახსნა მხოლოდ,

სულ ორიოდე თავბრუდახვევა.

ახალგაზრდობა - ბუნების ჯილდო,

ცისარტყელის და ელვის ჩანჩქერი

უნდა ჩამოწდეს და დაიშრიტოს

და შემეცვალოს ჯილდო სასჯელით?!

ვიცი: ვალში ვარ ჯერაც კისრამდე,

ვიცი: ადრეა სიტყვა გედური,

მაგრამ არ ვიცი სიბერისათვის

მადლობა მეთქმის თუ საყვედური?


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ