კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:14
Advertisement

 

 

 

ჩამოყრილ სხეულთა,

უსულო სულთა დრო.

ძალით ბრძენთა და წიგნით-ბრძენთა,

დიდხნის დაგროვილ სიბრძნის შესწავლით,

მოამაყე ბრძენთა დრო.

უსულო სულთა, -

განურჩეველ სულთა -

მართლა განურჩეველ და

მოჩვენებით განურჩეველ სულთა,

განურჩევლობით მოამაყე სულთა დრო.

ჩამოყრილ სხეულთა,

უსულო სულთა დრო.

ყველაფერ ამის ჩვეულებრივად მიმღებ და

“აქამდე აღწევით” მოამაყე სულთა დრო.

უმიზნო ვნებათა, და

უვნებო მიზანთა

ჩამქრალ, ძალით გაღვიძებულ ვნებათა,

დაღლილ სულთა და

უსულო სულთა დრო.

სულიერ სულთა დამორცხვების,

სულიერობით დამორცხვებულ სულთა დრო.

შავი სისხლივით ღალატი...

ყოველგვარი ღალატი შავია.

შავია უკმარისი, ჩაულეველი გაუძღები.

შავი სისხლივით ღალატი....

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen