კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 18:03
Advertisement

 

 

 

ათასში ერთხელ ხელთ მიპყრია,

ათასში ერთხელ,

კვერთხი წინასწარმეტყველისა, ღვთიური კვერთხი.

ათასში ერთხელ პოეტი ვარ...

ათასში ერთხელ

ვემსახურები ჩემს ხალხსა და მოგონილ ღმერთებს.

სხვა დროს ცხოვრება მეც თქვენსავით მაჩეჩებს ნიღბებს,

ვწვალობ, ვჯახირობ, ვწვრილმანდები და ვალებს ვიღებ.

მეც მღალატობენ მეგობრები, მეც მსუსხავს ეჭვი

და ზოგ მედროვეს (რაკი ვდუმვარ) მეც ნაბიჯს ვუწყობ.

არც ერთი ცოდვა ადამისა,არც ერთი ხინჯი,

არა და არა!ჩემთვის დღემდე არ არის უცხო.

მაგრამ განგება გადმომხედავს ათასში ერთხელ

და მგოსანი ვარ,

წმინდანი ვარ, ათასში ერთხელ

ვემსახურები ჩემს ხალხსა და მოგონილ ღმერთებს.

სიკეთე უნდა ყველა მგოსანს, წინასწარმეტყველს,

როგორც მამულის ჭირნახულის ნაჯაფარ მერთვლეს

და თუ შევცდებით, შეგვეშლება მართლაც რაიმე,

ხომ შეიძლება გვეპატიოს ათასში ერთხელ!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen