I
ზეკაცს ნატრობდა ნიცშე ქმნიდა ღვთაებრივ კიკლოპს, ჩვენ კი ზეკაცურ ნიჭზე სულ სვანაირად ვფიქრობთ. და ღმერთის თარგზე ჭრიდით ცხოვრებისეულ ხურდას თუ ეპოქალურ ჭიდილს. მაიმუნიდან მოდის? მოდით ჩარლზ დარვინს ვკითხოთ: - როგორ? - საიდან? - როდის? კაცს ყველაფერში ბაძავს, არც ერთი მაიმუნი ჯერ არ ქცეულა კაცად. გამაიმუნდა ბევრი, ახსოვს იმათი ღვაწლი ათენს, რომსა თუ ბერლინს. მაიმუნური ფანდით ადამიანთა რიგი ადის, ტახტამდეც ადის... რაც სიავეა ცისქვეშ: ტყვეთა სიკვდილის ბანაკებს, ეშაფოტებს და ხიშტებს. გვირგვინს მოარგებს ხბოს თავს, იმპერატორთან კლოუნობს და ტრაგიკოსობს ბრბოსთან. და ვით იქნება ქრისტე, აქ გეთანხმებით, ჩარლზ, თქვენ მართალი ხართ, მისტერ.
II
შემოიარა დუნია, მხარე დიდი თუ პაწია, სრულქმნილი მაიმუნია თუ ნაკლოვანი კაცია? იხვეჭს და იხვეჭს ჯიუტად, რაც მაიმუნი განკაცდა, რაც კაცი გამაიმუნდა. წამებულიც და იუდაც, რაც მაიმუნი განკაცდა. რაც კაცი გამაიმუნდა.
III
და აგერ ტყისკაცი ნამაიმუნარი ზღვისპირად მოლუსკებს მოხაპავს პეშვით, ეს მომავალი კოსმოსის სტუმარი წვრილ ნადირს აოტებს მამონტის ეშვით... |