კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 07:30
Advertisement

 

 

 

მიწა რაა, ამოხეთქა ქვიდანაც

და სიცოცხლის მადლი ამოიტანა.

მთის ფერდობზე იცინოდა ბექიდან,

ჩიტს ნისკარტზე სიმღერასებრ ეკიდა.

წუთისოფლად ზღაპარივით იარა,

პირს უკრავდა სამარეს, თუ იარას.

ნედლი იყო, - მიწას ეცვა პერანგად,

ხმელი იყო, - ბუდეებში ელაგა.

სად არ ჩნდება, ფოთოლს სად არ ამოყრის

ეს სიცოცხლის ყიჟინა და ამბოხი!

მისი ფერი, სიკერპე და სინედლე

დავამყენი ჩემს სიტყვას და იმედებს.

დე, სიცოცხლით მარად გაუქურდავი,

იყოს სიტყვა ბალახივით უკვდავი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen