კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:06
Advertisement

 

 

 

ბაღში ბნელოდა და სიჩუმე თითქო ტიროდა.

ჩემი ოცნება შენს გარშემო დასრიალებდა,

მე შენ გელოდი და ლოდინი ფიქრს მიალებდა.

დრო ისვენებდა. მე სიჩქარე მისი მჭიროდა.

უცებ ჩემს ახლო აწკრიალდა შენი სიცილი,

ვერცხლის ეჟვნებად ხეივანში მიმოიფანტა,

და ჩრდილს ეკვეთა ხმის ისარი, ალმასით თლილი.

რომ ეგ სიცილი ასე უცბად არ მოსულიყო

მე შენს დაფარულს სულის ნადებს ვინ მომიტანდა?

თურმე შენს სულში სხვა ყვავილი ამოსულიყო.

უკან დავბრუნდი შავ ფიქრების სანადიროდა.

ეჟვნის წკრიალი თან მომდევდა და მაწვალებდა.

უარყოფილი სიყვარული მსხვერპლს მავალებდა,

მაგრამ შენს ღალატს მსხვერპლი აღარ შეეწიროდა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen