კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:08
Advertisement

 

 

 

მთვარე ვით ქარვა. ღამე - გიშერი.

ეს მოხდა უცბად. ბინდისას ადრე.

ჩემს აგარაკზე შემოიჭერი

და ტანი ვნებით გადამიღადრე.


თვალებში ფიქრი ჩაწვა არხებად

და ჩამოინგრა ვარსკვლავთა ნიდი.

მე აღარ მხიბლავს კაბის გახევა -

სიჩუმეს ლექსით გამოვისყიდი.


ცვალებადი ვარ. ნაზიც და მკაცრიც.

სევდა ექსტაზში გადამაქვს ხელად.

ჩემს ბოროტ ტუჩებს, ღიმილით აცრილს.

კოცნას უკრძალავ სნეის გასამხელად.


სიტყვის ქურუმი. სიტყვის ჯალათი -

პოეზიაში ვინრები მარცხნივ.

ო! მე მაღელვებს თეთრი ხალათი

როცა ტუჩებით წამწამებს ვარცხნი.


შენ დამიხლართე მუქი იჭვებით

სიკვდილ-სიცოცხლის გზა-ჯვარედინი

და ჩემს ფიქრებში ისე იჭრები:

როგორც ტფილისზე ჯალალ-ედინი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიჯანი  • • •   მარიჯანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen