კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:16
Advertisement

 

 

 

ვის რა ვუთხრა?

ვის შევჩივლო?

ანდა ვის რა დავუბარო?

შენა ხარ და შენც იცინი

უდარდელად, ალუბალო!..

დანგრეულა ეკლესია,

გარეშემო სახლობს უცხო,

აქ დამპყრობელს ჟინი თურმე

დრომ აქამდე ვერ დაუცხრო.

თოფის სროლით აფრთხობს მთავარ

ანგელოსს და ანგელოსებს,

ქვას და კრამიტს აცლის საყდარს

და იშენებს იმით ბოსელს.

ვის რა ვუთხრა?

ვის შევჩივლო?

ანდა ვის რა დავუბარო?

მე ცრემლები როცა მახრჩობს,

შენ იცინი, ალუბალო!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen