კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 დეკემბერი 2025 05:02

 

 

 

შეღამდა, მე წაველ იქ, სადაც სიზმრები

წიგნებში დარდობენ დახუჭულ თვალებით,

ჰანგები დაქრიან, ვით ქარში ისრები

და სული ფითრდება ნათელის ცვალებით.


წავიდნენ ლანდები, მეორე, მესამე...

და ღამე დაჭრილი ფრთებივით დაქანდა.

შენ იცი? შენ იცი - მე როგორ ვეწამე?

როდესაც მე მოველ - არავინ არ ჩანდა!


მე მქონდა ვაზაში ვარდები მრავალი

უცხო და შორეულ მდინარის ნაპირთა.

არ იყო იქ მხოლოდ ნაცნობი ყვავილი,

იდუმალ ძახილმა ღამით რომ დამპირდა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ