კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 15:44
Advertisement

 

 

 

მე მომაგონდა ფიქრი როდენის,

როცა თქვენ გნახეთ, თიკო, პირველად.

ო, თქვენს თვალებში მარად ლოდინის

ჩანს მწუხარება გასაკვირველად.

როგორც ტირიფი, თქვენ იცრემლებით

მარმარის მსგავსად პირმოცინარე,

თავზე გასხიათ თეთრი ტყემლები

და მიგაქანებთ ჩქარი მდინარე.

თქვენი წარბები და წამწამები

ტანალეწილი მეძებრებია,

თქვენი ზრახვები განაწამები

გამოუთქმელი ობლად კვდებიან.

არის თქვენს ხმაში კვნესა გედური.

მარადი ლტოლვა ვის არ დაღლიდა!

როგორც მიმოზა, სდუმს საყვედური

და იცქირებით მეტ სიმაღლიდან.

იქნება იცით თქვენ სულ სხვა რამე

და ჩვენზე უფრო ხართ ბედნიერი?

და თუ გადმოგცათ ფაუსტის ღამემ

თავისი ჯადო, თავის იერი?

ასწია ქარმა თქვენი სხეული,

რომ ვარსკვლავებზე დაიჭრათ ხელი.

უკან ბრუნდებით ცრემლმორეული

და გადატყდება ქვითინში ყელი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • •   ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen