მე დავიღალე
დიდი ხანია,
მე დავიღალე,
ქრიან ქარები,
მაგრამ არავის
არ ვუხარივარ,
არ ვებრალები
და ამიტომ ვარ
ასე ჯიუტი
ასე ბოროტი,
რომ
იმათ ვგავდი,
ვისაც მივუხვდი
და ვერ განვშორდი
მაინც ბოლომდის...
ოჩოპინდრე