კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 04:50
Advertisement

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

 

ჩვენ ვართ ღრუბლები და პირბადით შევბურეთ მთვარე,

ჩვენ მივიჩქარით ნარნარად და თეთრი აფრებით...

წყვდიადშიც გვახლავს სისპეტაკე! მაგრამ სულ მალე,

ღამეც მიაღწევს თავის სასრულს და ჩვენც გავქრებით.

ჩვენ მივიწყებულ ლირას ვგავართ, მოშლილ სიმებით

სხვადასხვა ჰანგზე რომ ხმიანობს ყველა შეხებით;

ბზარებსღა ვითვლით... თითქოს სიმით იმ გზას მივებით,

ბოლოსდაბოლოს უფსკრულში რომ გადვიჩეხებით.

გვძინავს და... ზოგჯერ ჩაიღვრება სიზმარში შხამი,

ვიღვიძებთ... ერთ ფიქრს ძალუძს მოსპოს ყველა ნუგეში,

ხანგრძლივ ტირილში ვიღიმებით ოროდ წამი

და ხან არ ვნაღვლობთ, ხან ვიხუტებთ სევდას უბეში.

აქ ყველაფერი სულერთია - ვდარდობთ თუ ვხარობთ,

გრძნობათა ცვლაში სულ არ ვიცით გულის დანდობა;

გუშინდელს ხვალ თუ ვეღარ ნახავთ, ნუ მგლოვიარობთ, -

მარადიული არის მხოლოდ ცვალებადობა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen